Login

logo

     13 128x128        

ვინ ვართ ჩვენ

აბადა არის მაღალკვალიფიციური პროფესიონალებით დაკომპლექტებული ორგანიზაცია. კომპანიის თანამშრომლებს აქვთ მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება საკონსულტაციო ბიზნესში, რომლებსაც განხორციელებული აქვთ 120-ზე მეტი პროექტი 40-ზე მეტ კომპანიაში.

ჩვენ წარმატებით ვუთავსებთ ერთმანეთს თანამედროვე მსოფლიო ცოდნასა და გამოცდილებას ქართულ პრაქტიკასა და ტრადიციებს, რათა მივაღწიოთ მაღალ შედეგებს. ჩვენ ვარჩევთ თანამშრომლებს მკაცრი პროფესიონალური კრიტერიუმებით და ვცდით მათ პრაქტიკაში, წამყვან თანამდებობებზე მუშაობენ მაგისტრის და დოქტორის ხარისხის მქონე პიროვნებები. ეს კი წინაპირობაა იმისა, რომ ჩვენი მომხმარებლები ჩვენი მომსახურებით კმაყოფილი დარჩნენ.

როცა თანამედროვე საზოგადოება ასე სწრაფად იცვლება და ვითარდება, ჩვენც სწრაფად ვიზრდებით და ვითარდებით. ვცდილობთ, რომ ჩვენი მომსახურება ყოველთვის პასუხობდეს თანამედროვე მოთხოვნებს და ასევე კლიენტებს შევთავაზოთ უფრო მეტი სახის მომსახურება. კლიენტის ინტერესების დაცვა მთავარია ჩვენს საქმიანობაში.

15 128x128

რას ვაკეთებთ

ჩვენ ვთავაზობთ სხვადასხვა სახის კვალიფიციურ მომსახურებას, როგორც კომპანიებს, ისე კერძო პირებს, ინვესტორებს, საზოგადოებრივ, სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციებს. ვემსახურებით მომხმარებლებს კონსულტაციებით, სწავლებით, წვრთნით, პრობლემების გადაჭრით, სხვადასხვაგვარი დახმარებით, ბიზნეს პროცესების აუტსორსინგით და ასე შემდეგ. მომსახურების ტიპი და მოცულობა კონკრეტული მომხმარებლის მოთხოვნაზეა დამოკიდებული. მომსახურება საქმიანობის ფართო სპექტრს მოიცავს და არ შემოიფარგლება მხოლოდ რომელიმე ცალკეული სფეროთი, მაგალითად: მენეჯმენტი, მარკეტინგი, ფინანსები, ინფორმაციული ტექნოლოგიები, ელექტრონული კომერცია, კადრები და ასე შემდეგ. ასევე ჩვენი მომსახურება არ შემოიფარგლება ერთი რომელიმე დარგის მიმართულებით, არამედ ჩვენ ვემსახურებით ნებისმიერ დარგში მოღვაწე სუბიექტებს, მაგალითად: საფინანსო-საბანკო, სოფლის მეურნეობა, მრეწველობა, მშენებლობა, ვაჭრობა, ტრანსპორტი, კომუნიკაცია, განათლება, ფარმაცევტიკა, ქიმიური მრეწველობა, ტურიზმი და ასე შემდეგ.

7 128x128

როგორ ვაკეთებთ

კომპანიის მაღალკვალიფიციური პერსონალი და ექსპერტები თანამედროვე და კვალიფიციურ ცოდნაზე დაყრდნობით მუშაობენ თანამედროვე სტანდარტების სრული დაცვით, მსოფლიოში აპრობირებული მეთოდებით და გამოცდილებით. ამავე დროს, ვითვალისწინებთ თითოეული მომხმარებლის სპეციფიკურ მოთხოვნებს. ნებისმიერი წვრილმანიც კი გათვალისწინებული უნდა იყოს, არ უნდა არსებობდეს სუსტი რგოლი, რომელმაც სასურველი შედეგის მიღებას ხელი შეუშალოს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია პრობლემის ზუსტ დაიგნოსტიკაზე და სირთულის შეფასებაზე. ანალიზი და გადაწყვეტილებების მიღება ხდება გუნდურად. საჭიროების შემთხვევაში კონკრეტული სამუშაოს ფარგლებში მოწვეული არიან გარე ექსპერტ-პროფესიონალები. ყველაფერი კეთდება იმისათვის რომ მომსახურება იყოს მაღალ ხარისხიანი და მომხმარებელმა მიიღოს მაქსიმალურად სასარგებლო ეფექტი.

6 128x128

რატომ ჩვენ

ადგილობრივი თუ უცხოელი მომხმარებელი რომელიც ჩვენი მომსახურებით ისარგებლებს დარწმუნებული უნდა იყოს რომ ჩვენ კეთილსინდისიერად შევასრულებთ დავალებულ სამუშაოს. ნებისმიერი სახის სამუშაო დიდი თუ პატარა ჩვენთვის ერთნაირად მნიშვნელოვანია. ჩვენთვის განმსაზღვრელია შემდეგი პრინციპების დაცვა:
  • მაღალი ხარისხი
  • მოწინავე თანამედროვე სტანდარტი
  • მაქსიმალური ეფექტი მინიმალური დანახარჯებით
  • მინდობილი სამუშაოსადმი ერთგულება
  • მომხმარებლის ინტერესების პრიორიტეტი
  • მომხმარებელთან გახსნილი ურთიერთობა
  • მაღალი პასუხისმგებლობა
  • კონფიდენციალურობის დაცვა

 

ჩვენი ოფისები თბილისში

ოფისი 1: საქართველო, თბილისი, 0160,
     გაგარინის ქ. 13ა, მე-2 სართული
ოფისი 2: საქართველო, თბილისი, 0102,
     აღმაშენებლის გამზ. 68, მე-4 სართ, ოთახი GTM-Abada
ტელეფონი: (+995) 599 50 83 75
ელ-ფოსტა: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.
ვებ-საიტი: www.abada.ge
Skype: findepge


...

იხილეთ ჩვენი ოფისები რუკაზე


გიორგი გერსამია გიორგი გერსამია
    ექსპერტი, მმართველი-პარტნიორი

ექსპერტიზა შემდეგ სფეროებში:
ბიზნესის ადმინისტრირება, სამმართველო კონსულტაცია, ბიზნეს გეგმების დამზადება, ფინანსების მართვა, საბუღალტრო აღრიცხვა, ვებ-საიტები შექმნა, ვებ კონსულტაცია, ინტერნეტ პროექტების განვითარება, ინტერნეტ მარკეტინგი, ელექტრონული კომერცია, კადრების მართვა, ტრეინინგების ორგანიზება

იხილეთ CV

დავით გელაშვილი დავით გელაშვილი
    ექსპერტი, პარტნიორი

ექსპერტიზა შემდეგ სფეროებში:
მარკეტინგის მენეჯმენტი, მარკეტინგული კვლევები, მარკეტინგული გეგმების შემუშავება, მედია მენეჯმენტი, რეკლამის მართვა, მარკეტინგის აუდიტი, ინტერნეტ მარკეტინგი, ტრეინინგების ორგანიზება

იხილეთ CV

ნათია დოლიძე ნათია დოლიძე
    ექსპერტი, პარტნიორი

ექსპერტიზა შემდეგ სფეროებში:
ფინანსების მართვა, საინვესტიციო პროექტების მომზადება, საბუღალტრო აღრიცხვა, ფინანსური აუდიტი, გადასახადების ოპტიმიზაცია, ტრეინინგების ორგანიზება

იხილეთ CV

რობერტ გორდონი რობერტ გორდონ
    ექსპერტი, პარტნიორი

ექსპერტიზა შემდეგ სფეროებში:
ბიზნესის ადმინისტრირება, საერთაშორისო ურთიერთობები, ლოგისტიკა, ტრანსპორტის მენეჯმენტი, საერთაშორისო გადაზიდვები, საერთაშორისო ვაჭრობა, ექსპორტ-იმპორტის ოპერაციები, ტრეინინგების ორგანიზება

იხილეთ CV

welcome

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!

აბადა არის ბიზნესის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც სხვადასხვა სახის მომსახურებას სთავაზობს მომხმარებლებს, როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში. ჩვენი მომხმარებლები არიან როგორც კერძო პირები, ისე კომპანიები, სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციები. ჩვენ მუშაობის მთავარი მიზანია შევთავაზოთ მომხმარებლებს მაღალ ხარისხი, მაქსიმალურ ეფექტიანობა და წარმატება. ჩვენს ვებ-საიტზე სასურველი მომსახურების და ინფორმაციის მისაღებად ზემოთ არსებული ჰორიზონტალური მენიუდან გადადთ შესაბამის გვერდზე.

ვრცლად

ჩვენი მიდგომა

კონსულტაცია

consulting

აბადა მოწინავე ცოდნაზე და გამოცდილებაზე დაყრდნობით გაგიწევთ პროფესიონალურ კონსულტაციებს. კვალიფიციური კონსულტაცია, რჩევა მნიშვნელოვნად წაადგება თქვენს ბიზნესს და შესაბამისად სასარგებლო ეფექტს მოგიტანთ. ბიზნეს ორგანიზაცია რთული ორგანიზმია, რომელიც მოითხოვს მრავალმხრივ განათლებას, გამოცდილებას, კომპეტენციას, თანამედროვე პრაქტიკის დანერგვას, მუდმივ განახლებას და კონკურენტუნარიანობის განმტკიცებას.

ვრცლად

დახმარება

support

აბადა გაგიწევთ კვალიფიციურ დახმარებას სხვადასხვა მიმართუ-ლებით. მოახდენს თქვენი პრობლემების შესწავლას, ზუსტ დაიგნოსტიკას და სუსტი რგოლების გამოვლენას. კომპლექსურ თანამედროვე ცოდნაზე და გამოცდილებაზე დაყრდნობით დაგეხმარებათ პრობლემების აღმოფხვრაში, ეფექტიანობის გაზრდაში, კონკურენტუნარიანობის ამაღლებაში. მუდმივ განახორციელებს მონიტორინგს მუშაობის პროცესში პოზიტიური შედეგების მისაღწევად.

ვრცლად

აუთსორსინგი

outsourcing

აბადა განახორციელებს თქვენი გარკვეული ბიზნეს პროცესების აუთსორსინგს. თქვენს მაგივრად შეასრულებს სხვადასხვა სამუშაოებს, რომლებიც თქვენთვის არატიპიურია, არახელსაყრელია, ზედმეტად ხარჯიანია და არაკვალიფიციურია. აუთსორსინგით მიიღებთ უფრო მეტ ეკონომიას, ხარისხს, მოქნილობას და რესურსების გამონთავისუფლებას თქვენს ძირითად საქმიანობაზე კონცენტრაციისთვის. შეამცირებთ რისკს და გაზრდით წარმატების მიღწევის შანსებს.

ვრცლად


   ტოპ სერვისები


ბიზნეს გეგმა

business-plan

ჩვენ დაგიმზადებთ, შეგიფასებთ და რედაქტირებას გავუკეთებთ სხვადასხვა სირთულის ბიზნეს გეგმებს, საინვესტიციო პროექტებს, ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებებს, საგრანტო წინადადებებს, მარკეტინგის გეგმებს, პრეზენტაციებს. ვითვალისწინებთ შემფასებელთა მოთხოვნებს.

ვრცლად

კადრების შერჩევა

recruiting

დაგეხმარებით თქვენთვის სასურველი კადრის მოძიებაში, შერჩევაში და დასაქმებაში. ასევე დაგეხმარებით კადრების მართვაში, კადრების სწავლებასა და ტრეინინგის ორგანიზებაში. არსებული კადრების შეფასებაში და კვალიფიკაციის ამაღლებაში.

ვრცლად

ვებ კონსალტინგი

web-consulting

აბადა გაგიწევთ კონსულტაციას და დაგეხმარებათ  დანერგოთ თანამედროვე მაღალეფექტური ვებ (ინტერნეტ) ტექნოლოგიები თქვენს ბიზნესში. ზუსტად შეგირჩევთ ინტერნეტ მარკეტინგის საჭირო სტრატეგიას, ელექტრონული კომერციის ატრიბუტს, ვებ-საიტის და საჭირო ვებ აპლიკაციებს.

ვრცლად

თანამედროვე ოპტიმალური გადაწყვეტილებები

ჩვენი მიდგომა ასეთია, რომ ნებისმიერ საქმე დიდი თუ პატარა უნდა შესრულდეს მაღალი ხარისხით. ზერელედ შესრულებული სამუშაო წამგებიანია, რადგან მომავალში მის გამოსწორებაზე მუშაობა დამატებითი დროს და რესურსებს საჭიროებს. ხარისხიანად შესრულებული სამუშაო მომხმარებელს წაახალისებს ხანგრძლივი ურთიერთობა დაამყაროს და გაგიწიოს რეკომენდაცია.

მუშაობაში ვიყენებთ პოპულარულ, აპრობირებულ მეთოდებს, საერთაშორისო სტანდარტებს და ცოდნას. ამგვარად წინასწარ ვიცით რომ სასურველ შედეგს მივიღებთ და თავდაჯერებული ვართ.

შესაბამისად, მომხმარებლებს ვაძლევთ საუკეთესო მომსახურების გარანტიას. ამავე დროს, გახსნილი ვართ მომხმარებლებთან ურთიერთობაში და ვითვალისწინებთ მომხმარებლის სპეციფიურ მოთხოვნებს.

მიმდინარე დრო

Tbilisi
New York
Moscow
London
Shanghai

Hong Kong

Dubai
Istanbul

ვალუტის კურსი

ლარის კალკულატორი

კალენდარი