Login

logo

     13 128x128        

ვინ ვართ ჩვენ

აბადა არის მაღალკვალიფიციური პროფესიონალებით დაკომპლექტებული ორგანიზაცია. კომპანიის თანამშრომლებს აქვთ მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება საკონსულტაციო ბიზნესში, რომლებსაც განხორციელებული აქვთ 120-ზე მეტი პროექტი 40-ზე მეტ კომპანიაში.

ჩვენ წარმატებით ვუთავსებთ ერთმანეთს თანამედროვე მსოფლიო ცოდნასა და გამოცდილებას ქართულ პრაქტიკასა და ტრადიციებს, რათა მივაღწიოთ მაღალ შედეგებს. ჩვენ ვარჩევთ თანამშრომლებს მკაცრი პროფესიონალური კრიტერიუმებით და ვცდით მათ პრაქტიკაში, წამყვან თანამდებობებზე მუშაობენ მაგისტრის და დოქტორის ხარისხის მქონე პიროვნებები. ეს კი წინაპირობაა იმისა, რომ ჩვენი მომხმარებლები ჩვენი მომსახურებით კმაყოფილი დარჩნენ.

როცა თანამედროვე საზოგადოება ასე სწრაფად იცვლება და ვითარდება, ჩვენც სწრაფად ვიზრდებით და ვითარდებით. ვცდილობთ, რომ ჩვენი მომსახურება ყოველთვის პასუხობდეს თანამედროვე მოთხოვნებს და ასევე კლიენტებს შევთავაზოთ უფრო მეტი სახის მომსახურება. კლიენტის ინტერესების დაცვა მთავარია ჩვენს საქმიანობაში.

15 128x128

რას ვაკეთებთ

ჩვენ ვთავაზობთ სხვადასხვა სახის კვალიფიციურ მომსახურებას, როგორც კომპანიებს, ისე კერძო პირებს, ინვესტორებს, საზოგადოებრივ, სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციებს. ვემსახურებით მომხმარებლებს კონსულტაციებით, სწავლებით, წვრთნით, პრობლემების გადაჭრით, სხვადასხვაგვარი დახმარებით, ბიზნეს პროცესების აუტსორსინგით და ასე შემდეგ. მომსახურების ტიპი და მოცულობა კონკრეტული მომხმარებლის მოთხოვნაზეა დამოკიდებული. მომსახურება საქმიანობის ფართო სპექტრს მოიცავს და არ შემოიფარგლება მხოლოდ რომელიმე ცალკეული სფეროთი, მაგალითად: მენეჯმენტი, მარკეტინგი, ფინანსები, ინფორმაციული ტექნოლოგიები, ელექტრონული კომერცია, კადრები და ასე შემდეგ. ასევე ჩვენი მომსახურება არ შემოიფარგლება ერთი რომელიმე დარგის მიმართულებით, არამედ ჩვენ ვემსახურებით ნებისმიერ დარგში მოღვაწე სუბიექტებს, მაგალითად: საფინანსო-საბანკო, სოფლის მეურნეობა, მრეწველობა, მშენებლობა, ვაჭრობა, ტრანსპორტი, კომუნიკაცია, განათლება, ფარმაცევტიკა, ქიმიური მრეწველობა, ტურიზმი და ასე შემდეგ.

7 128x128

როგორ ვაკეთებთ

კომპანიის მაღალკვალიფიციური პერსონალი და ექსპერტები თანამედროვე და კვალიფიციურ ცოდნაზე დაყრდნობით მუშაობენ თანამედროვე სტანდარტების სრული დაცვით, მსოფლიოში აპრობირებული მეთოდებით და გამოცდილებით. ამავე დროს, ვითვალისწინებთ თითოეული მომხმარებლის სპეციფიკურ მოთხოვნებს. ნებისმიერი წვრილმანიც კი გათვალისწინებული უნდა იყოს, არ უნდა არსებობდეს სუსტი რგოლი, რომელმაც სასურველი შედეგის მიღებას ხელი შეუშალოს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია პრობლემის ზუსტ დაიგნოსტიკაზე და სირთულის შეფასებაზე. ანალიზი და გადაწყვეტილებების მიღება ხდება გუნდურად. საჭიროების შემთხვევაში კონკრეტული სამუშაოს ფარგლებში მოწვეული არიან გარე ექსპერტ-პროფესიონალები. ყველაფერი კეთდება იმისათვის რომ მომსახურება იყოს მაღალ ხარისხიანი და მომხმარებელმა მიიღოს მაქსიმალურად სასარგებლო ეფექტი.

6 128x128

რატომ ჩვენ

ადგილობრივი თუ უცხოელი მომხმარებელი რომელიც ჩვენი მომსახურებით ისარგებლებს დარწმუნებული უნდა იყოს რომ ჩვენ კეთილსინდისიერად შევასრულებთ დავალებულ სამუშაოს. ნებისმიერი სახის სამუშაო დიდი თუ პატარა ჩვენთვის ერთნაირად მნიშვნელოვანია. ჩვენთვის განმსაზღვრელია შემდეგი პრინციპების დაცვა:
  • მაღალი ხარისხი
  • მოწინავე თანამედროვე სტანდარტი
  • მაქსიმალური ეფექტი მინიმალური დანახარჯებით
  • მინდობილი სამუშაოსადმი ერთგულება
  • მომხმარებლის ინტერესების პრიორიტეტი
  • მომხმარებელთან გახსნილი ურთიერთობა
  • მაღალი პასუხისმგებლობა
  • კონფიდენციალურობის დაცვა

 

მიმდინარე დრო

Tbilisi
New York
Moscow
London
Shanghai

Hong Kong

Dubai
Istanbul

ვალუტის კურსი

ლარის კალკულატორი

კალენდარი