Login

logo

ვებ საიტების დასამზადებლაედ გთხოვთ ეწვიეთ ჩვენს ვებ სტუდიას - www.Mtavari.Com - მთავარი ვებ სტუდია.

ვებ საიტების დაპროექტება, დიზაინი, შექმნა, განთავსება და მომსახურება კომპლექსურ ცოდნას და გამოცდილებას მოითხოვს. იგი არა მხოლოდ შემოქმედებით, არამედ პროფესიონალურ შრომასაც საჭიროებს.

ხშირად ამ სამუშაოს მარტო დიზაინერები ან პროგრამისტები ასრულებენ, რაც არაეფექტიანია და ზოგჯერ უარყოფით შედეგებსაც იწვევს, რადგან ხშირად ისინი მხოლოდ გაფორმებას და სხვადასხვა ინსტრუმენტებით აღჭურვას აქცევენ ყურადღებას, ამიტომ მათი პროდუქტი მხოლოდ გართობად ან საჩვენებლად თუ გამოდგება!

ჩვენ ვუდგებით ამ საქმეს პროფესიონალურად და გვესმის, რომ ვებ საიტის პირველადი ანუ განმსაზღვრელი დანიშნულებაა:

  • ორგანიზაციის სწორედ წარმოჩენა საზოგადოების წინაშე;
  • ორგანიზაციის საქმიანობისა და პროდუქტების სწორი რეკლამირება;
  • ორგანიზაციის მარკეტინგული სტრატეგიის ზუსტი დაცვა;
  • ორგანიზაციის კლიენტების მოზიდვა და მათთან ურთიერთობის შენარჩუნება;
  • ორგანიზაციის მაქსიმალურად ბევრი კლიენტისთვის ვებ საიტის ხელმისაწვდომობა.

და მხოლოდ ამ მიზნების შემდგომ მოდის ვებ საიტების შესაბამისი გაფორმება და პროგრამული უზრუნველყოფა.

ასეთია თანამედროვე პროფესიონალური მიდგომა მსოფლიოში და ის ორგანიზაციები უფრო მეტ წარმატებას აღწევენ, რომლებიც ათვითცნობიერებენ, რომ ვებ საიტების სწორი მართვა ისეთივე აუცილებელია, როგორც ორგანიზაციის მარკეტინგისა და გაყიდვების დეპარტამენტის.

ამგვარად, ჩვენ გთავაზობთ პროფესიონალურ მომსახურებას შემდეგ ცალკეულ საკითხებში:

  • ვებ საიტების კონცეფციისა და ოპტიმალური სტრუქტურის განსაზღვრა;
  • ვებ საიტების ოპტიმალური დიზაინი;
  • ვებ საიტის რეგისტრირებისათვის ოპტიმალური დომენის შერჩევა;
  • ვებ საიტების განთავსებისათვის ოპტიმალური ჰოსტინგის შერჩევა;
  • ვებ საიტების სხვადასხვა საძიებო სისტემებში გააზრებული რეგისტრაცია;
  • ვებ საიტების ოპტიმალური მიმდინარე მომსახურება, მაგ: განახლება, გაფართოება, ცვლილებების შეტანა და ა.შ.

ასევე ჩვენ გთავაზობთ უკვე არსებული ვებ საიტების:

  • აუდიტს ანუ შეფასებას თუ რამდენად აკმაყოფილებს იგი მათზე წაყენებულ მოთხოვნებს და რეკომენდაციების გაცემას;
  • და საჭიროების შემთხვევაში ჩვენ გადავაკეთებთ, განვაახლებთ და გავაუმჯობესებთ მათ.

ვებ საიტების დასამზადებლაედ გთხოვთ ეწვიეთ ჩვენს ვებ სტუდიას - www.Mtavari.Com - მთავარი ვებ სტუდია.

მიმდინარე დრო

Tbilisi
New York
Moscow
London
Shanghai

Hong Kong

Dubai
Istanbul

ვალუტის კურსი

ლარის კალკულატორი

კალენდარი