აბადა არის ბიზნესის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც სხვადასხვა სახის მომსახურებას სთავაზობს მომხმარებლებს, როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში. ჩვენი მომხმარებლები არიან როგორც კერძო პირები, ისე კომპანიები, სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციები. ჩვენ მუშაობის მთავარი მიზანია შევთავაზოთ მომხმარებლებს მაღალ ხარისხი, მაქსიმალურ ეფექტიანობა და წარმატება. ჩვენს ვებ-საიტზე სასურველი მომსახურების და ინფორმაციის მისაღებად ზემოთ არსებული ჰორიზონტალური მენიუდან გადადთ შესაბამის გვერდზე.
კონსულტაცია
აბადა მოწინავე ცოდნაზე და გამოცდილებაზე დაყრდნობით გაგიწევთ პროფესიონალურ კონსულტაციებს. კვალიფიციური კონსულტაცია, რჩევა მნიშვნელოვნად წაადგება თქვენს ბიზნესს და შესაბამისად სასარგებლო ეფექტს მოგიტანთ. ბიზნეს ორგანიზაცია რთული ორგანიზმია, რომელიც მოითხოვს მრავალმხრივ განათლებას, გამოცდილებას, კომპეტენციას, თანამედროვე პრაქტიკის დანერგვას, მუდმივ განახლებას და კონკურენტუნარიანობის განმტკიცებას.
დახმარება
აბადა გაგიწევთ კვალიფიციურ დახმარებას სხვადასხვა მიმართუ-ლებით. მოახდენს თქვენი პრობლემების შესწავლას, ზუსტ დაიგნოსტიკას და სუსტი რგოლების გამოვლენას. კომპლექსურ თანამედროვე ცოდნაზე და გამოცდილებაზე დაყრდნობით დაგეხმარებათ პრობლემების აღმოფხვრაში, ეფექტიანობის გაზრდაში, კონკურენტუნარიანობის ამაღლებაში. მუდმივ განახორციელებს მონიტორინგს მუშაობის პროცესში პოზიტიური შედეგების მისაღწევად.
აუთსორსინგი
აბადა განახორციელებს თქვენი გარკვეული ბიზნეს პროცესების აუთსორსინგს. თქვენს მაგივრად შეასრულებს სხვადასხვა სამუშაოებს, რომლებიც თქვენთვის არატიპიურია, არახელსაყრელია, ზედმეტად ხარჯიანია და არაკვალიფიციურია. აუთსორსინგით მიიღებთ უფრო მეტ ეკონომიას, ხარისხს, მოქნილობას და რესურსების გამონთავისუფლებას თქვენს ძირითად საქმიანობაზე კონცენტრაციისთვის. შეამცირებთ რისკს და გაზრდით წარმატების მიღწევის შანსებს.
ბიზნეს გეგმა
ჩვენ დაგიმზადებთ, შეგიფასებთ და რედაქტირებას გავუკეთებთ სხვადასხვა სირთულის ბიზნეს გეგმებს, საინვესტიციო პროექტებს, ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებებს, საგრანტო წინადადებებს, მარკეტინგის გეგმებს, პრეზენტაციებს. ვითვალისწინებთ შემფასებელთა მოთხოვნებს.
კადრების შერჩევა
დაგეხმარებით თქვენთვის სასურველი კადრის მოძიებაში, შერჩევაში და დასაქმებაში. ასევე დაგეხმარებით კადრების მართვაში, კადრების სწავლებასა და ტრეინინგის ორგანიზებაში. არსებული კადრების შეფასებაში და კვალიფიკაციის ამაღლებაში.
ვებ კონსალტინგი
აბადა გაგიწევთ კონსულტაციას და დაგეხმარებათ დანერგოთ თანამედროვე მაღალეფექტური ვებ (ინტერნეტ) ტექნოლოგიები თქვენს ბიზნესში. ზუსტად შეგირჩევთ ინტერნეტ მარკეტინგის საჭირო სტრატეგიას, ელექტრონული კომერციის ატრიბუტს, ვებ-საიტის და საჭირო ვებ აპლიკაციებს.
ჩვენი მიდგომა ასეთია, რომ ნებისმიერ საქმე დიდი თუ პატარა უნდა შესრულდეს მაღალი ხარისხით. ზერელედ შესრულებული სამუშაო წამგებიანია, რადგან მომავალში მის გამოსწორებაზე მუშაობა დამატებითი დროს და რესურსებს საჭიროებს. ხარისხიანად შესრულებული სამუშაო მომხმარებელს წაახალისებს ხანგრძლივი ურთიერთობა დაამყაროს და გაგიწიოს რეკომენდაცია.
მუშაობაში ვიყენებთ პოპულარულ, აპრობირებულ მეთოდებს, საერთაშორისო სტანდარტებს და ცოდნას. ამგვარად წინასწარ ვიცით რომ სასურველ შედეგს მივიღებთ და თავდაჯერებული ვართ.
შესაბამისად, მომხმარებლებს ვაძლევთ საუკეთესო მომსახურების გარანტიას. ამავე დროს, გახსნილი ვართ მომხმარებლებთან ურთიერთობაში და ვითვალისწინებთ მომხმარებლის სპეციფიურ მოთხოვნებს.